მაისურაძე ბეგლარი დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტორის ფაკულტეტი. 1989 წლიდან იღებს მონაწილეობას თბილისის საშემოდგომო-საგაზაფხულო გამოფენებში. 1990 წელს შვეიცარიაში ქართველ მხატვართა გამოფენაში, ამავე წელს ქ.თბილისში ქარვალაში ჯგუფურ გამოფენაში. 1992-93 წლებში - გამოფენა დასავლეთ ბერლინში - ჩეკპოინთჩარლის მუზეუმში. 1994 წელს გაწევრიანდა იუნესკოს საერთაშორისო სამხატვრო ორგანიზაციის "მოსკოვის ფილიალში". 1995 წელს მონაწილეობდა ქართველ მხატვართა გამოფენაში მოსკოვში "იუნესკოს ეგიდით". 1997 წელს მონაწილეობა მიიღო რუსთაველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენაში თბილისის სახელმწიფო გალერეაში