Rustavi Art Salon







საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » სტატიები » ქართული

გიორგი ჩალაძე

დაიბადა 1930 წელს. დაამთავრა პედ-სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს.
1960 წელს გახდა საქართველოს შემდეგ საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი
რუსთავში მან ჩამოაყალიბა მხატვართა კავშირი, მანვე დააარსა სამხატვრო სკოლა.
იგი არის ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.
ოთხი წელი იმუშავა საბერძნეთში, სადაც შექმნა მრავალი დიდი ზომის პანო და აგრეთვე თეატრში გააფორმა სპექტაკლი, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა.
1997 წელს გერმანიაში გამოიცა ენციკლოპედია "ყველა დროის და ყველა ქვეყნის ხელოვანი", რომელშიც საქართველოდან შეყვანილია 4 მხატვარი, მათ შორის მე-15 ტომში ფიგურირებს მონაცემები გ.ჩალაძის შესახებ.
იგი არის ღირსების ორდენოსანი და ქ.რუსთავის საპატიო მოქალაქე
მის მიერ შესრულებული ქანდაკებები დგას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, რუსეთსა და უკრაინის ტერიტორიაზე.
პერსონალური გამოფენები ჰქონდა რამდენჯერმე თბილისში ეროვნულ გალერეაში, შვედეთში საბერძნეთსა და გერმანიაში
მისი ნამუშვრები ინახება როგორც სამხატვრო ფონდებსა და მუზეუმებში, ასევე მრავალ კერძო კოლექციაში

კატეგორია: ქართული | დაამატა: artsalonadministracia (2013-03-13)
ნანახია: 1026 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp (www.auf.ge) - © 2024
Free web hosting - uCoz